Digest Logo

ხობში, მდინარე ცივში, 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

1777540006
პოლიცია, ლენტი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, მდინარე ცივში, 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივის ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია. მათივე თქმით, მეზობლები და ახლობლები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც „დაიჯესტს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მზე კუროშია, იდეალური დროა შენი „ფინანსური ალგორითმის“ გადასაწერად“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

⭕ რა არის „ბელტეინი“ ანუ „ხორბლის დღე“ - რიტუალები და რჩევები თამუნა იოსელიანისგან

⭕ „შენ თაფლს ანადგურებ ისე, რომ არც კი იცი“ - რას წერს არუნ ხათრი