Digest Logo

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 14 თებერვალს მიცვალებულთა ხსენების დღეა

1771014480
ანთებული სანთელი

აღდგომის მარხვა ყველაზე მნიშვნელოვან და მკაცრ მარხვად ითვლება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ასევე კათოლიკეებს შორის. მომარხულე ერთ–ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის, აღდგომისთვის ემზადება.

აღდგომის წინა დიდი დიდმარხვა წელს 7 კვირა გრძელდება. მთელი მარხვის პერიოდში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.

დიდ მარხვაში მიცვალებულთა ხსენების დღე სამჯერ აღენიშნება: ყველა ეკლესიაში აღესრულება დიდი პანაშვიდი, ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან გარდაცვლილთა სულები საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან შემწეობას და მოხსენებას.

ლოცვა მიცვალებულთათვის

სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ორი დღის წინ ბაკურიანში ვიყავი, თოვლში ხინკალს ვაკეთებდი, ახლა ტაილანდის ცხელ ქუჩებში ვსეირნობ...“ - ლევან შეყრილაძის მოგზაურობა ამჯერად ბანგკოკიდან

⭕„ჩვენ თავს ბოროტებისაგან, ცოდვისაგან ვიცავთ ღმერთის სიყვარულით“ - თეოდორე გიგნაძე

⭕„რა ლამაზი ხარ“ - თათა ვასაძის ახალი ფოტოები და მოხიბლული გამომწერები