Digest Logo

🎥 მაღაზიიდან 6 000 ლარამდე თანხა გაიტაცეს - დაკავებულია ერთი პირი

1776754018
 დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა, საიდანაც ძალის გამოყენებით 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველების მიერ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე, ამოღებულია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები.

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ს. ბრალდებულის სახით დააკავა. ხოლო, დანაშაულში მონაწილე სხვა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს არ ღირს ურთიერთობების გარკვევა, მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, ახალი პროექტების წამოწყება“ - 21 აპრილის ასტროპროგნოზი

⭕„აიღეთ ჭიქა წყალი და ვერცხლისფერი ნივთი დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ...“ - მარსის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით