ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მირკოავტობუსში მსხდომი პირები ბელარუსები იყვნენ. ორივე დაღუპული უცხოელია.
ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით