Digest Logo

🎥 მიგრაციის სამსახურმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე გააძევა

1755585767
 უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქის გაძევება განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: ინდოეთის, თურქეთის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, ბელარუსის, ერაყის, იორდანიისა და ლიეტუვის მოქალაქეები.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, - აღნიშნავენ შსს-ში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბებიას სჯეროდა, რომ ფერცვალობა დღეს ყველაფერი უვარგისი, გლახა და უფერული უკან რჩება, ყორიფელი საჩვენოდ, სასიკეთოდ იცლის ფერს“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

⭕ „კარგი იქნება სცადონ, თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ“ - ქეთო თოფურიძე მასზე გავრცელებულ ჭორებზე

⭕„ღამით ტემპერატურა უფრო კომფორტული გახდება, ზღვაზე გარუჯვის ამინდი კვლავ გაგრძელდება“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე