Digest Logo

მიგრაციის სამსახურმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

1767682431
მიგრაციის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქმენეთის, ირანის, კუბის, თურქეთის, ტაილანდისა და აზერბაიჯანის - ჯამში 13 მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯამურმა მაჩვენებელმა 1311 პირი შეადგინა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ყველაზე მეტად ღმერთი უნდა მახსოვდეს ჩემი გარდაცვალების ჟამს, ჩვენი ღირსება სწორედ ამაშია“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„ქალი ძალას ატარებს ბუნებრივად, მამაკაცი კი მოიპოვებს და წვრთნის...“ - რას წერს პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია

წყარო: newshub.ge