Digest Logo

მკვლელობა კახეთში - რატომ გაიმეტა მეგობარმა მეგობარი სასიკვდილოდ?

1768043100
მკვლელობა კახეთში

სოფელ შილდაში 48 წლის მამაკაცს გლოვობენ. ნოდარ ასაბაშვილი მეგობრის მიერ დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

დანაშაულის ადგილი მოკლულის სახლია. "კურიერის" ინფორმაციით, ნოდარ ასაბაშვილი მარტო იყო, როდესაც მასთან მისი მეგობარი მივიდა, ხელში დანა ეჭრა, დაემუქრა და რამდენიმე წამში გულ-მკერდის არეში ცივი იარაღი სამჯერ დაარტყა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმედ დაჭრილი 48 წლის მამაკაცი შველას ითხოვდა.

ხმაურზე გარეთ გასულ მეზობლებს ასაბაშვილის სახლში მძიმე სურათი დახვდათ. ახალგაზრდა მამაკაცი სისხლისგან იცლებოდა. ადგილობრივებმა 112-ში დარეკეს და ადგილზე სამართალდამცველები მობილიზდნენ. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა პაციენტი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა.

რატომ გაიმეტა მეგობარმა მეგობარი სასიკვდილოდ? ამას გამოძიება დაადგენს. მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდო დამნაშავე კი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანაც.

მეგობრის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული, "კურიერის" ინფორმაციით, ლევან ჩიტაშვილია. 51 წლის მამაკაცი მოკლულის მეზობლად ცხოვრობს. "კურიერი" ბრალდებულის სახლთან მივიდა, თუმცა კარი არავინ გააღო. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, ჩიტაშვილების ოჯახმა სოფელი შილდა დატოვა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მეგობრებმა ყოფით საკითხზე იჩხუბეს.

ლევან ჩიტაშვილს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ გაბედოთ და არ მიიღოთ საქართველოში ძალიან ტრენდული კორდარონი/კორდარექსი თვითნებურად ან ძმაკაცის რეკომენდაციით“ - რას წერს ლევან შელეგია

🔵„შენ გაგიმარჯოს ჩემო უფლის საჩუქარო“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

🔵„ზრდასრული მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს ქალში არა მხოლოდ საყვარელი, მან უნდა იპოვოს მასში ცოტაოდენი დედობრივი მზრუნველობა და დის ერთგულება, ეს უფრო მიმზიდველია, ვიდრე ნებისმიერი ტანსაცმელი ან პლასტიკა“ - რას წერს ნათია ზარანდია