Digest Logo

„ზრდასრული მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს ქალში არა მხოლოდ საყვარელი, მან უნდა იპოვოს მასში ცოტაოდენი დედობრივი მზრუნველობა და დის ერთგულება, ეს უფრო მიმზიდველია, ვიდრე ნებისმიერი ტანსაცმელი ან პლასტიკა“ - რას წერს ნათია ზარანდია

1768033839
ნათია ზარანდია

მომღერალი ნათია ზარანდია სოციალურ ქსელში გულწრფელ და შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანის თვისებებზე წერს.

მისი თქმით, დღეს ნამდვილი დეფიციტი გახდა სინდისი, გულწრფელი სიკეთე, სითბო და მყუდრო შეგრძნება.

„ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანს, რომელსაც ცხოვრება აქვს ნანახი და რთული გზა გამოვლილი უკვე ვეღარ გააკვირვებ ნავარჯიშევი საჯდომით ან გრძელი ფეხებით.

ეს „კეთილდღეობა” ყრია ბაზარზე. მოდით, შევხედოთ ამას სერიოზულად. ამ სამყაროში, სადაც ყველაფერს იყიდი და გაყიდი გრძელი მანიკური და მოვლილი თმები გახდა იაფფასიანი სტანდარტი. სადაც არ უნდა გაიხედო ასეთი ქალების კატეგორიის არჩევანი ძალიან დიდია. მაგრამ რაც უფრო ასაკი გემატება, მით უფრო მეტი ნაწიბურები გაქვს სულში, მით უფრო ნაკლებად გიზიდავს ეს ვიტრინა. იცით დღეს რა გახდა ნამდვილი დეფიციტი? სინდისი, გულწრფელი სიკეთე, აი ის სითბო და მყუდრო შეგრძნება, როცა შენ მოდიხარ სახლში და აცნობიერებ, რომ შენ აქ არ გიყენებენ, შენ აქ გელოდებიან. დღევანდელ რეალობაში, მოკრძალება არის ნამცხვარზე სწორედ ის იშვიათი ალუბალი, რომელსაც სანთლით ვერ იპოვი, ვულგარულთა და ადვილად ხელმისაწვდომ ქალბატონების შორის, რომლებიც ლენტაში ციმციმებენ.

ზრდასრული მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს ქალში არა მხოლოდ საყვარელი, მან უნდა იპოვოს მასში ცოტაოდენი დედობრივი მზრუნველობა, დის ერთგულება და ნამდვილი მეგობრის სითბო. ეს უფრო მიმზიდველია, ვიდრე ნებისმიერი ტანსაცმელი ან პლასტიკა. როცა ხვდები, რომ შენ საჭირო ხარ ისე, იმიტომ რომ ხარ, და არა როგორც საფულე ან სტატუსი.

გულწრფელ, ჭეშმარიტ სიყვარულს გისურვებთ“, - წერს ნათია ზარანდია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მოერიდეთ დროისა და ყურადღების ფუჭად ხარჯვას...“ - თაკო მელიქიშვილი 10 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე

🔵„გულის ამოვარდნით ველოდებოდი მასთან შეხვედრას და მისი სურნელის შეგრძნებას“ - გიორგი ჭოხონელიძის შვილი 3 წლის გახდა

🔵10 იანვრის მეტაფიზიკური პროგნოზი - „გადადეთ მოგზაურობა და არ დაქორწინდეთ“