„იმედინიუსის“ ინფორმაციით, 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. ახალშობილს ყელის და სახის არეში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების დაზიანებები, რის შემდეგაც მოათავსა პოლიეთილენის პარკში და აპირებდა მის მოშორებას.
აღნიშნული ქალბატონი ახალშობილთან ერთად დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ამავე კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქ/პუნქტებით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„9 წელი გავიდა, მე კი ისევ ვკვდები ყოველ თებერვალს“ - მაია ასათიანი გარდაცვლილ შვილზე