Digest Logo

მსახიობ კოსტა სანიკიძის თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმეს, ბრალდებულს 16-იდან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

1700491572
კოსტა სანიკიძე

მსახიობ კოსტა სანიკიძის თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმეს. 24 წლის გიორგი გველესიანს, გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.

დაზარალებული „კურიერთან“ ამბობს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს. "კურიერის“ ინფორმაციით, მსახიობი უკვე გამოკითხეს.

„რუსთავი 2-ის" პროექტის, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ გამთენიისას, მისსავე სახლში მოხდა. კოსტა სანიკიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 უძველესი თილისმები, რომლებიც ბავშვის ოთახში უნდა დავდოთ - ფენშუის სპეციალისტი გვირჩევს

🔵🎥 „ოჯახი ნიშნავს ყველაფერს, 7 შვილიშვილის ბებიის მეუღლე ვარ“ - ქართველი იუმორისტის ამერიკული ცხოვრება

🔵„23 რიცხვამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია და ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ“ - მიხეილ ცაგარელი

წყარო: rustavi2.ge