Digest Logo

ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება – ბრალდებულს პროკურატურის მტკიცებულებებით 19 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

1751017064
პროკურატურა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, არაერთგზის) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შენ რომ ბიჭი ყოფილიყავი, ნამდვილად ძალიან მაგარი ფეხბურთელი იქნებოდი, მაგრამ რადგან გოგო ხარ, არ მინდა ფეხები დაგიმახინჯდესო...“ - რას ჰყვება ვიტალი დარასელიას შვილიშვილი?

⭕„არაჩვეულებრივად გამოიყურები...“ - თამო ვაშალომიძე ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ ძველი კონფლიქტები...“ - 27 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან