Digest Logo

ნოემბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოვლინდა

1701759454
თამბაქო სიგარეტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი, რაზედაც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 25 748 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 150 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-იდან 8 წლამდე ვადით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ავარია კახეთის გზატკეცილზე - დაშავდა 3 ადამიანი

🔵„იყავით ფრთხილად და ყურადღებით, წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გეწყებათ“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი

🎥 „თუ რამე მტკივა მერე ვეღარაფერს ვაკეთებ ხოლმე, ვითიშები. მთელი ყურადღება ტკივილზე გადამაქვს“ - თედო ბექაურის ემოციური ეთერი