Digest Logo

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ქვემო ქართლში ერთი პირი დააკავა

1752314863
დაკავება, პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ა.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს 2009 წელს დაბადებულ ნ.რ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ნ.რ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი საყვარელი ოჯახი ხართ...“ - ქეთი ხატიაშვილი მეუღლისა და შვილის კადრებს აქვეყნებს

⭕ „მაგია გვაკავშირებს...“ - ილია თოფურიას მეუღლე ბალიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕თურქული მედია: ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშში“ გადასვლას დათანხმდა, მაგრამ „სენტ-ეტიენთან“ სირთულეებმა მოლაპარაკება ჩაშალა