
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს.-მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
მეხანძრე-მაშველებმა, მყისიერი რეაგირების შედეგად, აღნიშნულ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეცტექნიკა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პარაძიუდოისტი ლაშა ყიზილაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
🎥 „როცა თაყვანისმცემლები გაწუხებენ“ - Geo Team გიორგი ჩაკვეტაძის მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს