
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა (-95 კგ. კატეგორია J2) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში მოლდაველი ნიკოლაი ბონდარევი იპონით დაამარცხა.
ამ დროისათვის საქართველოს ანგარიშზე ოთხი მედალია - ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (-70 კგ. კატეგორია J2) და საბა ბაღდავაძემ (- 81 კგ. კატეგორია J1) იზეიმეს.ბრინჯაოს მედალს კი ზურაბ ზურაბიანი (- 64 კგ. კატეგორია J2) დაეუფლა.
ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როცა თაყვანისმცემლები გაწუხებენ“ - Geo Team გიორგი ჩაკვეტაძის მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს