
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. დაკავებულმა მაღაზიისა და ბენზინგასამართი სადგურის სალაროები გაქურდა.
პოლიციამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაშიფვრის შედეგად შეძლო. დაკავებული საქართველოს 33 წლის მოქალაქეა და ის 6 საქმეშია ეჭვმიტანილი.
ცნობილია, რომ კაცმა სალაროები იმავე მეთოდით პოლონეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაქურდა. მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები? - რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
🔵ქართველი სპორტსმენი ავარიაში მოყვა - ალექსანდრე წივწივაძე რეანიმაციაშია გადაყვანილი
წყარო: rustavi2.ge