Digest Logo

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

1789551650
სასწრაფო დახმარება

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ 15 სექტემბერს საღამოს მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ბავშვი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომანქანით ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითები ბავშვთან ერთად ქუჩაზე მოძრაობდნენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ დაბალი სიხშირეები თუ „ტორსიული ველი“: რატომ ირჩევს ადამიანი სიკეთეს ან ბოროტებას? - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

⭕ „მანიპულატორი მამაკაცის 3 ფრაზა, რომლითაც გონებას გირევს...“ - რას წერს ფსიქოლოგი