ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, შედეგად სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი კაპრალი რაჟდენ ლეთოდიანია.
„სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა”,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: