Digest Logo

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა - ბრალდებული დაკავებულია

1783239388
ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕„ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც მყისიერ გამდიდრებას გპირდებიან“ - 5 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕რა არის სასიკეთო და რისგან სჯობს თავის შეკავება? - 5 ივლისის მეტაფიზიკური პროგნოზი