ვენერა ობოლაშვილი ამბობს, რომ მსხვერპლია. მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი ძალადობაში შვილს ადანაშაულებს და ნაიარევსაც გვიჩვენებს.
დედა-შვილის კონფლიქტში პოლიციაც ჩაერთო და ობოლაშვილის ვაჟს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერა.
სერიული მკვლელის სახელით ცნობილი ქალი ამბობს, რომ შვილთან მიმართებაში ლოიალურია. დედასთან ჩხუბის ეპიზოდებს არ უარყოფს, მაგრამ ამაზე ღიად საუბარი ობოლაშვილის შვილმა არ ისურვა. დედა-შვილს კონფლიქტი ამ სახლის გამო აქვთ.
ვენერა ობოლაშვილმა 13-წლიანი პატიმრობის შემდეგ რესოციალიზაციის პროცესი უკვე გაიარა, ისევ ადაპტირდა ძველ გარემოსთან და ახლა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული.
ვენერა ობოლაშვილს საზოგადოება კრიმინალური ქრონიკებიდან იცნობს. გახმაურებული მკვლელობები საინტერესო თხრობით.
დღეს ამბობს, რომ რეალურად მას არავინ მოუკლავს.
მიუხედავად დღევანდელი პოზიციისა, მან სასჯელი სრულად მოიხადა და საპატიმრო 3 წლის წინ დატოვა. გათავისუფლებულმა პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ მაშინაც "კურიერი P.S."-ს მისცა.
ლამაზად ჩაცმა უყვარს, სუნამოც. ამბობს, რომ მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სალონური მომსახურებაც შეისწავლა.
მიუხედავად მძიმე ბრალდებებისა, საპატიმროში გატარებული ბევრი წლისა და შვილთან კონფლიქტისა, ვენერა ობოლაშვილი ბედს მაინც არ უჩივის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ სვამენ ჩინელები მთელი ცხოვრება ცხელ წყალს? - სამედიცინო ტრადიციის დადებითი თვისებები
⭕თაკო ჩხეიძე ახალ კადრებს აქვეყნებს - „ქართული სილამაზე“
წყარო: rustavi2.ge