Digest Logo

რეპერი კაბუ დააკავეს

1700997286
კაბუს ახალი ცხოვრება

სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქართველი მომღერალი და მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს.

დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. უცნობია, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე (რაც ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე) და 151-ე (რაც მუქარას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე) მუხლებით მიმდინარეობს. 
 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „წლებია ველოდებოდი ამ ორსულობას... როგორც კი მოვეშვი და აღარ მქონდა მოლოდინი, ზუსტად მაშინ გავიგე ორსულობის ამბავი“ - ქეთი ხატიაშვილი

🔵„ვიცი, ამაზეც დაიწყებენ ლაპარაკს“ - გიორგი ნაზღაიძემ პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და ვაკეში ბინა იყიდა