Digest Logo

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს“ - სუს-ი

1717849134
მავთულხლართი

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს“, - განცხადებას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ხატია ბუნიათიშვილი, მონიკა ბელუჩისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად Cartier -ის სახე გახდა

⭕„ვწუხვარ, რომ ასეთი ზედაპირული მიდგომა აქვთ ევროკავშირის იმ ფულის მიმართ, რომელიც საქართველოში იხარჯება და რიგ შემთხვევაში რადიკალიზმს ხმარდება - ძალადობას იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“ - შალვა პაპუაშვილი

⭕ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა

🎥 „შენ, მსახიობმა თუ იფიქრე, რომ მიაღწიე მწვერვალს, გააკეთე რაღაც მნიშვნელოვანი, ვეღარაფერს გააკეთებ” - მარინა კახიანი