ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი, ნიკოლოზ ლომინაძე გარდაიცვალა. მედიასთან საუბრისას აღნიშნული უბნის თავმჯდომარემ, გიორგი ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ 50 წლამდე კაცი რეგისტრატორი იყო.
მისივე თქმით, კაცი უეცრად ცუდად გახდა, ხოლო ადგილზე მყოფი პირები მის დახმარებას შეეცადნენ.
ამასთან, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა სასწრაფო დახმარების მედიკოსებს კაცი გარდაცვლილი დახვდა. როგორც ადგილზე ჰყვებიან 50 წლამდე კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს.
საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნები ელექტრონული წესით წელს საქართველოში პირველად ტარდება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მაინც მოიგებენ არ გამოვა... ყველას ხმა აუცილებელია...“ - ლაშა ბასლანძე