Digest Logo

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

1744093337
 ყალბი ფულის გასაღების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში საერთო ჯამში გასაღდა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 32 ცალი 100 დოლარიანი და 36 ცალი 50 დოლარიანი კუპიურა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გამოწვევა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს სწავლაში უშლის ხელს - რაზეა პასუხისმგებელი აღმასრულებელი ფუნქცია და რა შედეგამდე მივყავართ მის დარღვევას? - სპეციალისტის განმარტება

⭕AS გიორგი მამარდაშვილზე: უცხოპლანეტელი სანტიაგო ბერნაბეუზე

🎥 „განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი შენაძენების განხორციელება“ - 8 აპრილის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან