Digest Logo

🎥 სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

1746601489
 იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების, ასევე, მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი - 1970 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში ნასამართლევი 1980 წელს დაბადებული ლ.ქ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილის, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსის ჩხრეკისას 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები და ფეთქებადი ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება...“ - გოგა მანია კლინიკიდან გაწერეს

🎥 „საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა...“ - პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕საგოლე მოქმედება საშუალოდ ყველა შეხვედრაში - მიქაუტაძეს შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა