Digest Logo

🎥 საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

1768721910
 ინტერპოლით ძებნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ს.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ს.ქ. თურქეთის რესპუბლიკის მიერ, სექსუალური ექსპლუატაცია/პროსტიტუციის ბრალდებით იძებნებოდა.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„ნუ ითამაშებთ როლს სხვების გულის მოსაგებად, სამყაროს თქვენი ნიღაბი კი არა, თქვენი ცოცხალი, მფეთქავი გული სჭირდება“ - ასტროლოგი

⭕ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს - „ყელში ამოვიდა თქვენი ზნედაცემული ჭორიკნობები“