Digest Logo

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

1732610725
ბორკილები ბორკილები

საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე გამართული აქციის მიმდინარეობისას ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „პატარა შეცდომამ შესაძლოა დიდი პრობლება წარმოშვას...“ - 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ვუყურებ ჩემ წინ დგას კაცი, რომელსაც ხუთი ტყვია მოხვდა...“ - რას წერს თავდაცვის ძალების ოფიციალური გვერდი?

უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს