Digest Logo

შემოსავლების სამსახურმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ყაზბეგი,“ არადეკლარირებული 1194 გრამი ოქროსა და 18 გრამი ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო

1762173570
 არადეკლარირებული ოქრო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ყაზბეგი“ - მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც კუთვნილი ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული 1194 გრამი ოქროსა და 18 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 260 092 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს არის მოქმედების და თამამი ნაბიჯების გადადგმის დღე“ - ასტროლოგი 3 ნოემბერზე

⭕„ჩემი პრობლემა ის იყო, რომ მინდოდა მწვერვალზე ისეთი ადამიანები წამეყვანა, რომლებსაც ჩემი მწვერვალზე დანახვაც კი არ სურდათ“ - ილია თოფურია

🎥 „მან მომცა მოტივაცია, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში და როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს, შოკში ვიყავი“ - „რანინას“ გამარჯვებულის პირველი ემოციები