Digest Logo

„ეს არის მოქმედების და თამამი ნაბიჯების გადადგმის დღე“ - ასტროლოგი 3 ნოემბერზე

1762170535
ჰოროსკპპო

„დღევანდელი დღე არის აქტიური ქმედებების დღე, რადგან მთვარე ვერძის ნიშანშია. ამიტომ, თუკი ბოლო დღეებში გრძნობდით უცნაურ დაღლილობას და აპათიას, ახლა პირიქით - გამოფხიზლდებით და იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, სიჯანსაღეს, ნების გამოხატვის და საკუთარი თავის გამოვლენის სურვილს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight წერს.

ასტროლოგის თქმით, დღეს ხდება ფსიქიკის ფარული რეზერვების აქტივაცია და მენტალურ დონეზე, ეს დღე გვაძლევს შანსს გადავხედოთ ჩვენს გზას და გავაანალიზოთ განმეორებადი მოვლენები.

„მოგესალმებით!
ალბათ გაინტერესებთ დღევანდელი დღის - ორშაბათის, 3 ნოემბრის ასტროლოგიური და ენერგეტიკული პროგნოზი.

დღევანდელი დღე არის აქტიური ქმედებების დღე, რადგან მთვარე ვერძის ნიშანშია. ამიტომ, თუკი ბოლო დღეებში გრძნობდით უცნაურ დაღლილობას და აპათიას, ახლა პირიქით - გამოფხიზლდებით და იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, სიჯანსაღეს,ნების გამოხატვის და საკუთარი თავის გამოვლენის სურვილს. ასე, რომ ეს დღე არის მოქმედების და თამამი ნაბიჯების გადადგმის დღე. შეგიძლიათ, ყოველგვარი შიშის გარეშე გამოავლინოთ ინიციატივა, სიმტკიცე და გამბედაობა.

თუმცა, როგორც წესი ყველა მედალს აქვს მეორე მხარე და ეს ამ შემთხვევაში არის ვერძის იმპულსურობა, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა პაუზების გაკეთება და ენერგიის აღდგენა, რათა არ მოხდეს ,,გადაწვა''.

რაც შეეხება დღის ასტროლოგიურ ასპექტებს, დღის ენერგიას ცეცხლსა და დაძაბულობას მატებს მარსი- ურანის ოპოზიცია, რომელიც დღეს იწყებს ჩამოყალიბებას და ხვალ, 4 ნოემბერს მიაღწევს პიკს. ეს არის დაძაბული და ფეთქებადი კომბინაცია, განსაკუთრებით მოახლოებული სავსემთვარეობის ფონზე, რომელიც დადგება 5 ნოემბერს,17:20სთ-ზე, 13-14 გრადუსზე, კურო-მორიელის ტრანსფორმაციულ ღერზე.

ყველა ეს ფაქტორი შესაძლოა ქმნიდეს ჩქარ ტემპში მოძრაობის განცდას და ნერვული სისტემის გადატვირთვას. შეგრძნებას, რომ გეჩქარებათ და ვერაფერს ვერ ასწრებთ.

მთავარია, არ ავყვეთ არც შინაგან და არც გარე პროვოკაციებს.

გახსოვდეთ, ნებისმიერი აგრესია, კამათი და სიჯიუტე გამოიწვევს ძნელად გამოსასწორებელ შედეგებს. ისედაც, მთვარე ვერძში ხელს უწყობს ფორიაქს და გაღიზიანებას.

ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღეს ნებისმიერ ქმედებაში, განსაკუთრებით კი კომუნიკაციაში ჩავრთოთ ცნობიერება.

არ ღირს სიმართლის მტკიცება ნებისმიერ ფასად, კამათი, რადგან შედეგი საპირისპირო იქნება. არ გირჩევთ აჩქარებას, ემოციების აყოლას და გაჯიუტებას.

დღეს ეცადეთ გათავისუფლდეთ მოლოდინებისგან, რომ სხვები რამეს გაგიკეთებენ, უმჯობესია, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ, რადგან დღეს თქვენი დღეა, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს!

თუ რჩევებს გაითვალისწინებთ, დღე შესაძლოა აღმოჩნდეს ძალიან ნაყოფიერი, რადგან სამყარო ყოველთვის გვიგზავნის კომპენსატორული ენერგიებს.

დღეს ასეთი მხარდაჭერა იქნება მარსი - ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი - ტრიგონი. ეს არის ძლიერ და მშვენიერი ენერგია, რომელიც აერთიანებს ნებას და ინტუიციას, შთაგონებას და ქმედებას.

ნეპტუნი ქვეცნობიერის მეშვეობით გააძლიერებს შთაგონებას, მინიშნებებს, შემოქმედებით ენერგიას, მარსი კი დაგვეხმარება ამ ენერგიის გამოხატვაში.

იმისათვის რომ კარგად გავიგოთ ინტუიციის ხმა, მოერიდეთ კამათს, აჟიოტაჟს და ხმაურს. მშვიდად, ბევრი საუბრის და კომუნიკაციის გარეშე იმოქმედეთ, რადგან დღეს მოქმედებას აქვს ძალა და არა - სიტყვებს.
ეს საუკეთესო დროა ინტელექტუალური მუშაობისთვის. ყველაფერი, რაც უკავშირდება ინფორმაციას, საბუთების გაფორმებას, მცირე მანძილზე გადაადგილებას, სწავლას - უმჯობესია შევასრულოთ დღის პირველ ნახევარში.
დღეს ჩვენზე ასევე, გავლენას იქონიებს მე-13 მთვარის დღე - როცა ბუნება მხარს უჭერს რეგენერაციას, გაწმენდას და გაახალგაზრდავების პროცესს, ძალების გამოცოცხლებას.

ამ დღის სიმბოლოა ურობოროსი (გველი ან დრაკონი, რომელიც წრედ იხვევა და საკუთარ კუდს კბენს), რაც წარმოადგენს სამყაროს უსასრულობის და ციკლურობის პრინციპს. აღნიშნავს სამყაროს ერთიანობას და თვითგანახლებას.

ეს არის საუკეთესო დღე გარდაქმნისთვის, თუკი ცნობიერად გამოვიყენებთ დღევანდელ დღეს, შესაძლებელია არა მხოლოდ ენერგიით ავსება, არამედ სიღრმისეული პროცესების ჩატვირთვა როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ დონეზე.
დღეს ჩვენი სხეული და გონება განსაკუთრებით მგრძნობიარედ რეაგირებს ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც განკურნებისა და აღდგენისკენ არის მიმართული. ამიტომ, საუკეთესო დროა საკუთარ თავზე მუშაობისთვის, ჩვევების კორექციისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისთვის, ენერგეტიკული განახლებისთვის.

მენტალურ დონეზე, ეს დღე გვაძლევს შანსს გადავხედოთ ჩვენს გზას, გავაანალიზოთ განმეორებადი მოვლენები, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება - ეს მინიშნებებია.

დღეს ხდება ფსიქიკის ფარული რეზერვების აქტივაცია. ამიტომ სწორედ დღეს შეიძლება გავთავისუფლდეთ მთელი რიგი შინაგანი ხელის შემშლელი შეზღუდვებისგან და მივმართოთ აღქმა ისე, რომ ჩვენს ცხოვრებაში ახალი ენერგია და მასთან ერთად ახალი შესაძლებლობები შემოვუშვათ.

მეგობრები, გისურვებთ წარმატებულ, გაცნობიერებულ და შესანიშნავ დღეს!“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი პრობლემა ის იყო, რომ მინდოდა მწვერვალზე ისეთი ადამიანები წამეყვანა, რომლებსაც ჩემი მწვერვალზე დანახვაც კი არ სურდათ“ - ილია თოფურია

🎥 „მან მომცა მოტივაცია, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში და როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს, შოკში ვიყავი“ - „რანინას“ გამარჯვებულის პირველი ემოციები

⭕ფინანსური სიურპრიზი, ახალი პროექტები და განვითარების შესაძლებლობა - როგორი იქნება 3-9 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის