Digest Logo

🎥 „შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ კაცს“ - რა მოხდა მარნეულში

1791527243
დაკავება დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ კაცს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვერ ვაპატიებ, 2 დღის ბავშვი დამტოვეს“ - თამო ვაშალომიძემ ბიოლოგიური მამა იპოვა, რომელიც ქართველი არ აღმოჩნდა

⭕„მნიშვნელოვანი მოვლენებისა და გრძელვადიანი საქმეებისთვის შეუფერებელი დღეა“ - 9 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕„10:10:10-ის კოდი“ - 10 ოქტომბერს განსაკუთრებული ახალმთვარეობაა: რას უნდა დავემშვიდობოთ და რა იწყება ჩვენს ცხოვრებაში

✕