Digest Logo

🎥 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა“ - დაკავებულია ეჭვმიტანილი

1720529063
შშმ პირზე ძალადობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.გ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ჯ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ტვინის ნისლი”, „სახსრების ტკივილი” - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ახალი ვირუსის შესახებ აფრთხილებს

ეკა ხოფერიას დაბადების დღე აქვს - ტელეწამყვანი 52 წლის გახდა

„მე თვითონ გავფორმდები-მეთქი და ქარხანაში დავიწყე მუშაობა, ნავთლუღში საშენმასალათა კომბინატი იყო“ - ნინო სუხიშვილის აქამდე უცნობი ისტორია