
რა ხდება მაშინ, როცა საცურაო აუზებს ქიმიურად ამუშავებენ და რა რისკის ქვეშ ვდგავართ ამ დროს?
მეცნიერული მონაცემების მიხედვით, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 40% აღიარებს, რომ შარდავს საზოგადოებრივ აუზებში. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი ზაზა თელია განმარტავს, ეს პრობლემა მხოლოდ ეთიკური კი არა, ჯანმრთელობის საკითხიცაა.
იგი ფართოდ გავრცელებულ მითსაც ამსხვრევს: „ქლორის სუნი სისუფთავის კი არა, შარდისა და სხვა ბიოლოგიური ნივთიერებების არსებობის მაჩვენებელია“.
რას აკეთებს ქლორი?
აუზებში ქლორი გამოიყენება, რათა განეიტრალდეს პათოგენები და შეიზღუდოს ინფექციების გავრცელება. თუმცა, როდესაც ქლორი ურთიერთქმედებს შარდთან, ოფლთან ან ფეკალიებთან, იქმნება ახალი ნაერთი - ქლორამინი.
„სტატისტიკით მაგალითად აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 40% შარდავს საზოგადოებრივ აუზებში.
⛔ მოგეხსენებათ აუზების დამუშავება ხორციელდება ქიმიური საშუალებებით იმისათვის რომ მოხდეს დაავადებების გავრცელების პრევენცია.
⛔ ქლორი შესაძლოა შეუერთდეს ორგანიზმიდან გამოყოფილ სითხეებს (შარდი, ფეკალიები) და გამოიწვიოს ქიმიური რეაქცია.
⛔ ეს ქიმიური რეაქცია ამცირებს ქლორის რაოდენობას აუზში, რაც შესაბამისად აღარ არის საკმარისი ბაქტერიების გასანეიტრალებლად.
⛔ პირიქით წარმოიქმნება ქიმიური გამაღიზიანებელი ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა, გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, ქავილი.
⛔ ამ ქლორამინს (Chloramine) აქვს ქლორისთვის დამახასიათებელი სუნი და ადამიანებში ის ასოცირდება ქლორის სუნთან.
⛔ თუმცა სუფთა, დამუშავებულ აუზს არ უნდა ჰქონდეს სუნი, ანუ ქლორით ადეკვატურად დამუშავებულ აუზს არ აქვს სუნი.
⛔ ამრიგად თუ აუზს აქვს ქლორის სუნი - შესაძლოა მასში იყოს ქლორამინი (Chloramine), შარდი ან სხვა ორგანიზმიდან გამოყოფილი სითხეები“, - წერს ზაზა თელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყველაფერი გიხდება...“ - ლიკა კვარაცხელია წითელ კაბაში პოზირებს
⭕ ლუის ენრიკეს განცხადებით, ჯანლუიჯი დონარუმასთან მუშაობა აღარ სურს