Digest Logo

„ვუსამძიმრებთ მის ოჯახს...“ - გარდაიცვალა ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის სტიქაროსანი

1755067363
შავი ლენტი

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის სტიქაროსანი გიორგი გვაზავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციასთან დაკავშირებით ტაძრის სახელით, სამძიმრის წერილი ვრცელდება. 

„გარდაიცვალა ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი გიორგი გვაზავა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს ღმერთმა მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს ახლად შესვენებულ გიორგის სულს.

პანაშვიდები იქნება დღეს და ხვალ შუადღის 2 საათამდე.

მისამართი: მუხიანი ალექსი გობრონიძის 25ზ კორპუსი, პირველი სადარბაზო მეორე სართული. ხვალ ორ საათზე გადაასვენებენ მის მშობლიურ სოფელში.

მარტვილი სოფ. ნაგვაზაო. დაკრძალვა შაბათს 16 აგვისტოს 3 საათზე. მოიხსენიეთ ლოცვებში ახლად შესვენებული გოგიტა იგივე გიორგი“, - აღნიშნულია ტაძრის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქლორის სუნი აუზში შარდის არსებობის ნიშანია“ – რას წერს ზაზა თელია აუზებსა და მათ ქიმიურ დამუშავებაზე

⭕ „ყველაფერი გიხდება...“ - ლიკა კვარაცხელია წითელ კაბაში პოზირებს

⭕„გულს ქრისტე ისე რომ უყვარდეს, როგორც პავლე მოციქულსა და იოანე მოციქულს უყვარდა...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე