შოვში სტიქიის შემდეგ ერთ-ერთი დაკარგული სოფელ გლოლის მკვიდრი გენადი (გენო) სულთანიშვილი იყო, რომელიც სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ოჯახი.
ის კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი იყო.
„ოჯახი ვადასტურებთ გენო(გენადი) სულთანიშვილის დაღუპვის ფაქტს. პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული გვამი.კიდევ ერთი შოვის ტრაგედიის მსხვერპლი“, - წერს ოჯახის ახლობელი.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 19 ადამიანი ემსხვერპლა.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 პატარა ევა შოვში მოხალისედ წასულ მამას ეკრანზე ეფერება - ემოციური ვიდეო