სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა გვიჩიანი შოვის ტრაგედიას ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს. ის შატილის ტრაგედიას იხსენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა და 17 ადამიანი ხევში ჩაიჩეხა და შოვის ტრაგედიასთან ავლებს პარალელს.
„რამდენიმე წლის წინ, შატილის ტრაგედია რომ მოხდა და 17 ადამიანი ხევში ჩაიჩეხა, მეც იმ ტურზე უნდა ვყოფილიყავი, უბრალოდ წინაღამით ამინდმა ცოტა დამაფიქრა და დილით უკვე გამზადებულზე რატომღაც დავიზარე კარში გასვლა, რა თქმა უნდა იქამდეც და მას შემდეგაც ვმადლობ და ვადიდებ უფალს ყოველი დღისთვის, მაგრამ რა სინდისი და ადამიანობა მათქმევინებდა მსგავსს, რომ მაინცდამაინც მე ვყვარებივარ ღმერთს და ის 17 გარდაცვლილი ადამიანი არა..
ვინც ახლანდელ ტრაგედიაზე წერთ, რომ ვინც გამოასწო ტრაგედიას თურმე ღმერთს ჰყვარებიაო, იმდენი ჭკუაც არ გყოფნით და არც სინდისი გაგაჩნიათ, ამით იმას უსვამთ ხაზს , რომ იქ ჩახოცილები ღმერთს არ ჰყვარებია, თქვენ არაფერი გცხიათ ღმერთიანობის!
ღმერთმა ყველას შვილი, მშობელი და დედმამიშვილი დაიფაროს განსაცდელისგან!“ - წერს თეა გვიჩიანი.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
სტიქიის ზონიდან უკვე 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მოქალაქეები ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეძებენ და მათთან კონტაქტზე ვერ გადიან.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ: