შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
„თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდი“-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“, - აღნიშნულია შსს - ის ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕UFC-ის ქართველი ჩემპიონი არგენტინელი ლეგენდის მატჩს დაესწრო
⭕„ჩემი ტანსაცმელი იმდენ ადამიანს ეცვა, ტირილი მომინდა...“ - რას ჰყვება დემნა გვასალია