Digest Logo

შსს: მოვუწოდებთ 2 თებერვალს დაანონდებული შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

1738421888
შსსშსსშსსშსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართ შეკრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ვრცელდება ინფორმაცია, 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართი შეკრება - მანიფესტაციის შესახებ. გვსურს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაცნობოთ, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას.

აქვე, გვსურს, განვმარტოთ, რომ სტრატეგიული ანდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, ასევე, მაგისტრალებსა და დედაქალაქში შესასვლელ და გასასვლელ ცენტრალურ გზებს. კერძოდ - იმ ტერიტორიასაც სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უნაკლო გოგო ხარ“ - ეკო ფანგანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

⭕გვიანი დედობის დადებითი და უარყოფითი მხარეები - ის, რაც წინასწარ უნდა იცოდეთ!

🎥 რა ხდება ლოს-ანჯელესში ხანძრის შემდეგ? - სოსო ნებიერიძის მოგზაურობა