
ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. 16 წლის მოზარდი, რომელიც მოტოციკლს მართავდა, ელექტრობოძს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
დაღუპული ახალგაზრდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის მკვიდრი იყო.
ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა შეიწირა.
სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით - დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია.
გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენ არ მოგვიწოდა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ.
გთხოვთ ყველას - ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს!“, - აღნიშნულია ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რწმენით გავმართლდით და შესაბამისად, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕„ბიქტოტა ტკბილი, თბილი სიტყვით მოლაპარაკე კაცი იყო...“ - ზურა შევარდნაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს