Digest Logo

🎥 სოფელ ატენში კაცის ცემით მკვლელობაზე ბრალდებულები ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

1744725442
სასამართლოსასამართლო

„ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ერთხმად დამნაშავედ ცნეს“, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2024 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში, გორის რაიონის სოფელ ატენში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა დაზარალებულს კონფლიქტის ნიადაგზე ჯგუფურად, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 12 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „წლები გადის და არაფერი იცვლება...“ - სახალხო კონტროლი ბათუმის ავტოსადგურზე მდებარე კვების ობიექტებზე

🎥 „ხალხი მცნობდა, ფოტოებს იღებდნენ ჩემთან... სამშობლოს არავინ და არაფერი მირჩევნია“ - რას ჰყვება ამერიკიდან დაბრუნებული ბარბარე ჯანაშია

⭕„18 წლის გავთხოვდი, დედა 19 წლის ასაკში გავხდი, ძალიან მიყვარს დიდი ოჯახები და ჩემი სურვილია, მყავდეს ბევრი შვილი“ - მარიტა მელიქიშვილი