
ამერიკიდან დაბრუნებული ბარბარე ჯანაშია, რომელიც საზოგადოებაში დიდ პოპულარობით სარგებლობს „პოსტ ალიონი“ სტუმარი იყო.
მან გადაცემაში მოგზაურობის შთაბეჭდილებაზე ისაუბრა, სადაც ოჯახთან ერთად 3 თვით იმყოფებოდა, ასევე მან წაიკითხა ლექსი, რომელიც ემოციური იყო.
„ჩვენ ვიყავით ნიუ-იორკში, ყველაზე ხშირად დავდიოდით მანჰეტენზე. ახალ წელს ჩავედით მე, დედიკო და მამიკო და ძალიან გავერთეთ.
მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის ძალიან მეშინია მაინც წავედი ყველაზე მაღალ შენობაში, რომელიც არის 150 სართულიანი და მთლიან ამერიკას იქიდან გადმოვხედეთ.
იქ სულ ქართულ რესტორნებში დავდიოდით, ხალხი მცნობდა ყველა ჩემთან ერთად იღებდა ფოტოებს.
ვერ წარმოიდგენ, რომ სხვა ქვეყანაში ხარ, იქ ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტია, არ მინდა ამდენი ემიგრანტი იყოს, მინდა ყველა საკუთარ სამშობლოში იყოს, 3 თვით ვიყავი წასული, საქართველო ძალიან მენატრებოდა. ჩემს სამშობლოს არავინ და არაფერი მირჩევნია“, – აღნიშნა ბარბარე ჯანაშიამ.
როგორც იგი ჰყვება, ამერიკაში ასევე შეხვდა მომღერალ ნინი შერმადინს და ძალიან ბედნიერი იყო, მან ასევე ემოციურად შეასრულა მამა ადამის ლექსი და ასევე წაიკითხა მისი დაწერილი ლექსი, რომელიც აშშ-ში ყოფნის დროს დაწერა.
ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: