Digest Logo

🎥 „წლები გადის და არაფერი იცვლება...“ - „სახალხო კონტროლი“ ბათუმის ავტოსადგურზე მდებარე კვების ობიექტებზე

1744724777
სახალხო კონტროლი

გადაცემა „სახალხო კონტროლი“ და მისი წამყვანები, მადონა კოიძე და ლიზა ვადაჭკორია, ბათუმში მდებარე ავტოსადგურზე იმყოფებოდნენ, სადაც რამდენიმე კვების ობიექტი ნახეს და კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს.

„წლები გადის, მაგრამ ბათუმის ავტოსადგურში არაფერი იცვლება. მესამედ მოვდივართ ამ ლოკაციაზე, მაგრამ სიტუაცია უფრო უარესდება“, - ამბობს ლიზა ვადაჭკორია ვიდეოში.

კვების ობიექტები და სამარშრუტო ტაქსები ნახა მადონა კოიძემაც და აღნიშნა, რომ ყველაფერი უმძიმეს მდგომარეობაშია.

„უბინძურესი ავტომობილია, ამით როგორ უნდა იმგზავრო. აქ ვართ არაერთხელ ნამყოფი და ახლა გვაინტერესებს როგორი სიტუაციაა. ნაღვენთებიც წვეთავს და ჭერი დაზიანებულია. ცვენა მიმდინარეობს პირდაპირ საკვებზე. ეს ხაშის პირსახოცი ისეთ სიბინძურეშია ჩამოკიდებული როგორ უნდა შეჭამოს ადამიანმა?“, - ამბობს მადონა კოიძე ვიდეოში.

უფრო ვრცლად შოკის მომგვრელი კადრები ნახეთ ვიდეოში 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხალხი მცნობდა, ფოტოებს იღებდნენ ჩემთან... სამშობლოს არავინ და არაფერი მირჩევნია“ - რას ჰყვება ამერიკიდან დაბრუნებული ბარბარე ჯანაშია

⭕„18 წლის გავთხოვდი, დედა 19 წლის ასაკში გავხდი, ძალიან მიყვარს დიდი ოჯახები და ჩემი სურვილია, მყავდეს ბევრი შვილი“ - მარიტა მელიქიშვილი

🎥 გაიცანით 100 წლის ნინა ბებო, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა და გიბრალტარის პორტიდან დიდმა სიყვარულმა საქართველოში ჩამოიყვანა