Digest Logo

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ

1733334654
სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ აქციებზე სამართალდამცველებისს მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

მათივე თქმით, აღნიშნულის ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის ნოემბერ/დეკემბრის თვეში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიება აქტიურ რეჟიმში ტარდება.

გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სამსახური საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც“, – აღნიშნულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სამყაროს, დედამიწას დაუმტკიცე, რომ შენნაირი ძლიერი ადამიანი იშვიათია“ - ავარიის დროს დაშავებულ ერთ-ერთ დას დაბადების დღე აქვს

⭕რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ - 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

⭕გველის წელი 2025 - რას მოგვიტანს მწვანე ანუ ხის გველი?