Digest Logo

თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარედგინა

1751356542
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა ორ პირს. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ სხეულის დაზიანება მიიღო.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ახალმა აღთქმამ კი ყველაფერი ნათლად გვიჩვენა - ვინ არის ერთადერთი ღმერთი და რაც იხსნის კაცობრიობას!“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ანტარქტიდისა და ჰიპერბორეის საიდუმლოებებზე

⭕ ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა - ილია თოფურია პირველ ადგილზეა

⭕ „ულამაზესი ოჯახი...“ - ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ქალიშვილის დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს