Digest Logo

თბილისში კაცმა ცოლი მოკლა - პოლიციამ ბრალდებული დააკავა

1756120479
პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎬 ნინი ბადურაშვილი ფილმის პრემიერის ემოციებზე: „ასე არასოდეს მინერვიულია არაფერზე“

🎥 ანრი ჯოხაძემ ახალ კლიპში „თბილისი-ბათუმი“ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა - „როცა ადამიანის ინტელექტი, ხელოვნურ ინტელექტს იდეალურად ერწყმის!“

🎥 „ფრთხილად იყავით ირგვლივ მყოფ ადამიანებთან...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან