თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე 80 წლამდე პირი მოკლეს.
როგორც ახალი ამბების სააგენტო „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე.
სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ უნდა იყოს სიშავისკენ წასული...“ - ირაკლი არაბულის რეკომენდაციები შებოლილ პროდუქტებზე
⭕„წლების განმავლობაში დაშორებულები ვიყავით“ – ნინი ყულეჯიშვილი სიყვარულის 6-წლიან ისტორიაზე