Digest Logo

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა - შსს განცხადებას ავრცელებს

1752508622
საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა

თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა. ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“  მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.

მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, - ნათქვამია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ აღმოვაჩინოთ ანევრიზმა 5 წლით ადრე სანამ განვითარდება? - კოტე თოდუას რჩევები

⭕„წარმოსახვა ქმნის ახალ რეალობას და ის ზოგჯერ ნამდვილზე მნიშვნელოვანია...“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, შვილიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო“ – საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია