
თითქმის 10 წლის წინ, მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა, ერთხმად, დამნაშავედ ცნო. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა, რუსთავის N5 ციხის იმ კორპუსში, სადაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დამნაშავეები ცხოვრობენ, ბინა სამარტოო საკანში დაიდო. უვადო პატიმრობის ათვლაც 2016 წლის 6 ივნისს დაიწყო.
უვადო მსჯავრდადებული სააპელაციო სასამართლოში საკუთარი სურვილით და კონკრეტული მოთხოვნით დაბრუნდა - ის კანონით განსაზღვრული მკაცრი რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვს.
მოითხოვა დახურული ზონიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში გადასვლა, რაზედაც რამდენიმე თვის წინ პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა. ახლა, სააპელაციო საჩივრით, ცდილობს, მიზანს მიაღწიოს. ბევრი ისაუბრა, იმაზეც, რომ სურს, ჩაერთოს ციხის ყველა პროგრამაში, იმუშაოს და თანხა დააგროვოს. უვადო პატიმარს ციხიდან გასვლის მოლოდინი აქვს და წლების ფუჭად გატარება არ სურს.
მაგდა პაპიძემ საკუთარ ყოფაზე ბევრი ისაუბრა. ციხის ადმინისტრაციას მადლობა არაერთხელ უთხრა, მათ შორის იმისთვის, რომ სამთვიანი კონტრაქტით, ჟოლოს ბაღში მუშაობის უფლება მისცეს. სამარტოო საკანში კი, ძირითადად ხატვას და შემდეგ ნამუშევრებს ყიდის. ხატვა შემოსავლის წყაროდ აქცია. ქმრისა და შვილის მკვლელობის უმძიმეს ბრალდებაზე არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ მომხდარს საკუთარი უბედურება უწოდა.
საკითხზე სიუჟეტი „კურიერი P.S-მა“ მოამზადა, მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სახლში ეგეთ კარგ სიტყვებს არასდროს მეუბნები...“ - რა უპასუხა გიორგი ქოჩორაშვილმა შეყვარებულს?
⭕„მერწყულის ეპოქა სავსე და ღია იქნება ინფორმაციული აღმოჩენებით...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?