სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ დაეჯახა თბილისში, ტროტუარზე მიმავალ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი. ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მათივე ცნობით, მანქანის მძღოლი დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ჩვენ ვასწავლით ლოცვას, ვასწავლით რას ნიშნავს ზიარება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕„საოცარ ფორმაში ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს თაკო ჩხეიძე
⭕ „განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო“ - ასტროლოგი ტყუპებში მარსისა და ურანის ტრანზიტზე