Digest Logo

წერეთლის გამზირზე ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

1729181818
ლენტილენტილენტი

თბილისში, წერეთლის გამზირზე დინამოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სულ ექიმი კი არ ვიყავი ბიძი...“ - გიორგი ჭინჭარაული სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

⭕„რა ჩანს თქვენი ფანჯრიდან დღეს?“- ლიკა კვარაცხელია უახლეს ფოტოებს გვიზიარებს

⭕ „ფაქტობრივად, სამოდელო ბიზნესში იმავეს აკეთებს, რასაც „კვარა“ ფეხბურთში“ - ზაზა შენგელია მატილდა გვარლიანზე