Digest Logo

„ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – ქვემო ქართლში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

1784383802
დაკავება, პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕18 ივლისს იწყება ახალი ეპოქა - ურანისა და პლუტონის იშვიათი ტრინი ყველაფერს შეცვლის, რას წერს ასტროლოგი?

⭕„ერთი თავის დასასრული, მთელი ცხოვრების მიზნის დასაწყისი“ - ლიზა ჩიჩუა

⭕„რატომ ვწერ? ღმერთს რომ ველაპარაკო...“ - რას წერს გია მურღულია